მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეანგინეკოლოგი თინათინ გაგუა: „ვაქცინაცია ყველა ტრიმესტრში, ასევე ლაქტაციის პერიოდშიც უსაფრთხო და აუცილებელია“

613a3fb0b622b
მარიამ იზორია
09.09.21 23:40
859
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია ყველა ტრიმესტრში, ასევე ლაქტაციის პერიოდშიც უსაფრთხო და აუცილებელია“ - მეან გინეკოლოგის რეკომენდაციები

მეანგინეკოლოგი თინათინ გაგუა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ორსულებისთვის ვაქინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სულ უფრო იმატებს იმ კვლევების რიცხვი, რომლებიც ორსულებში ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და საჭიროებას ადასტურებს. თინათინ გაგუა ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში უკვე კოვიდსაწინააღმედგო ვაქცინით 200 000-ზე მეტი ორსული ქალია აცრილი და მათგან არცერთ შემთხვევაში ვაქცინას ნაყოფზე გავლენა მოუხდენია.

„ვაქცინა ორსულ ქალებს მომატებული ავადობისა და სიკვდილიანობისგან იცავს, არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც ორსულებში ინფიცირება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, იმატებს გარკვეული პათოლოგიების რისკი, მაგალითად, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა, პრეეკლამსია, მკვდრად შობადობა, ამიტომ აუცილებელია ყველა ორსული აიცრას, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია ყველა ტრიმესტრში, ასევე ლაქტაციის პერიოდშიც უსაფრთხოა. ძალიან ხშირად ისეთი პაციენტები, რომლებსაც მშობიარობის თარიღი უახლოვდებათ ამბობენ, რომ ჯერ იმშობიარებენ და მერე აიცრებიან, ეს არასწორია, რადგან ნებისმიერი ოპერაცია ორსულებისთვის, მათ შორის საკეისრო კვეთა, კოვიდინფიცირებით გამოწვეულ გართულებებს ზრდის, ამიტომ დედის და ნაყოფის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ქალი მშობიარობამდე აიცრას, არსებული რეკომენდაციების უკან არ დგას ერთი ან ორი ადამიანი, ამის უკან მეცნიერებაა, ისეთები როგორიც არის ამერიკის მეანგინეკოლოგთა ასოციაცია, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცი", - აცხადებს თინათინ გაგუა.