მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer: ცდები ცხადყოფს, რომ ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ მუშაობს

5f645e82c08bd
ნათია თაქთაქიშვილი
18.09.20 11:33
1628
ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კომპანიის ვაქცინის კლინიკური ცდების ადრეული ეტაპიდანაც ნათელია, რომ მედიკამენტი COVID-19-ის წინააღმდეგ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Pfizer აღნიშნავს, რომ ვაქცინა, რომელზეც გერმანულ BioNTech SE-სთან ერთად მუშაობენ, მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება და დაელოდება მარეგულირებისგან დასტურს მის ფართო მოხმარებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მედიკამენტი კლინიკური ცდების ყველა ეტაპს წარმატებით გაივლის.

Reuters-ი წერს, რომ პროტოკოლის მიხედვით, მედიკამენტმა მარეგულირებლისგან თანხმობის მოსაპოვებლად კლინიკური კვლევების დროს 76.9 პროცენტიანი ეფექტურობა უნდა აჩვენოს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპამდე დაწესებული ზღვრის გადალახვა ვერცერთმა მედიკამენტმა ვერ შეძლო.

Pfizer-ის თქმით, ვაქცინის შუალედურმა ანალიზებმაც ცხადყო, რომ მათი მედიკამენტი აკმაყოფილებს აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ მკაცრ სტანდარტებს.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, იმისთვის, რომ მედიკამენტმა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მოწონება დაიმსახუროს, 150-მდე კვლევა უნდა გაიაროს.