მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილური იქნება - ხუციშვილი

62fa3150b6e4c
მარიამ ვარადაშვილი
15.08.22 15:44
3599

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით სტაბილურობას შეინარჩუნებს და ამას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება უზრუნველყოფს. 

“ბოლო პერიოდში ლარი გამყარებულია. როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ლარი 3.40-ის ფარგლებში იყო დოლართან მიმართებით. შემდგომ სტაბილურად დაახლოებით 3.05 ფარგლებში იყო და დღეს ბოლო ვაჭრობის შედეგად 2.80-ის ფარგლებშია. ყველა ის ფაქტორი, რაც ქვეყანაში ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვავს, იქნება ეს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი თუ ფულადი გადმორიცხვების მზარდი მონაცემები, უზრუნველყოფს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

ყოველდღიურად შესაძლოა ლარის კურსი მერყეობდეს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილური იქნება და ამას ის ეკონომიკური აქტივობა უზრუნველყოფს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ომის დაწყების შემდეგ, ლარის დაახლოებით 60-თეთრიანი გამყარება გვაქვს, რაზეც ვერ იტყვით რომ არ არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.