მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა - ჯანდაცვის მინისტრი

605d8ddd69da6
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.21 11:30
1910
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ი გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა - ამის შესახებ მან ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის გახნის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმოამდგენელი დაინტერესდა, მოსალოდნელია თუ არა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია მხოლოდ "ფაიზერით" გაგრძელდეს, რამდენადაც ამ ვაქცინის შემოტანის შემდეგ აცრაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო მარეგულირებლების ინფორმაციით, ყველა ვაქცინა სარგებლისმომტანია.

„Pfizer-ი გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ - ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლისმომტანია და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციაზე უარის თქმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში სამწუხარო და უბედური შემთხვევების განვითარების შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ის ღრმა კვლევა, რომელიც დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზასთან ერთად მიმდინარეობს, მოგვცემს იმის საშუალებას, ვაცნობოთ მოქალაქეებს, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა. ამის შემდეგ ჩვენი მოქალაქეების ნდობა AstraZeneca-ს მიმართ გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 ათასამდე დოზა "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში გუშინ შემოვიდა. მედიცინის მუშაკებსა და მოქალაქეებს 65 წელს ზემოთ, შეუძლიათ ვაქცინაციისთვის booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირდნენ.