მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ი კორონავირუსის სამკურნალო აბების ჯენერიკს გამოუშვებს

6193b9fd0afe6
ნათია თაქთაქიშვილი
16.11.21 18:18
1237
მსოფლიოში წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანია Pfizer-ი კორონავირუსის სამკურნალო აბების ჯენერიკს გამოუშვებს, რომელიც დაბალი ფასის გამო ხელმისაწვდომი იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე 95-მდე ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას გაეროს მიერ მხარდაჭერილ მედიკამენტების საპატენტო ფონდთან, რის შედეგადაც ექსპერიმენტული აბი ლიცენზირებული გახდება მას შემდეგ, რაც ის მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მოპოვებს.

ფარმაკოლოგიური კომპანია ცხადებს, რომ Pfizer-ი არ მიიღებს ჰონორარს დაბალი და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ჯენერიკების გაყიდვებიდან, რადგან ის გამოყენებული უნდა იქნას როგორც პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი გზა.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის სამკურნალო აბმა კვლევებში დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა, რადგან აბი სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 89%-ით ამცირებს იმ პირებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.