მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ი: შეიძლება, COVID-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის იყოს

5ed4d45e3e8fd
ნათია თაქთაქიშვილი
01.06.20 16:50
1936
ამერიკული ფარმაცვტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ შეძილება, COVID-19-ის ვაქცინა მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Pfizer-ი გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია Biontech-თან რამდენიმე შესაძლო ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ევროპასა და აშშ-ში.

”თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ჩვენ გვექნება საკმარისი მტკიცებულება მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ, COVID-19-ის ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის გახდეს“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

ამასთანავე, ვაქცინის გამოსვლის სავარაუდო თარიღად 2020 წლის ბოლოს ასახელებს ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca, რომელიც ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს.

„ბევრი ადამიანის ბოლო იმედი სწორედ ვაქცინაა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება“, - განაცხადა კომპანია AstraZeneca-ს ხემძღვანელმა პასკალ სორიოტმა.

1 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ჯამურად 6,282,423 მიაღწია, აქედან გარდაიცვალა 374,233 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2,854,416 ინფიცირებული.