მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის და Astrazeneca-ს ვაქცინებით აცრა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი - მინისტრი

60dc19e2ce159
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.21 11:22
3118
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოვლეთაო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ სხვადასხვა დასახელების ვაქცინებით აცრა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ მან სამინისტროში კლინიკებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. 

„Pfizer-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ცალსახად მხოლოდ კლინიკებში იქნება; ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე "ასტრაზენეკასთან" მიმართებით ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრა - დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში", - განაცხადა მინისტრმა.