მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის კოვიდ-ვაქცინის ეფექტიანობა ექვს თვეში 84%-ზე ჩამოდის - კვლევის შედეგები

6102edc6a83d9
თამთა ჯიჯავაძე
30.07.21 00:05
6918
Pfizer-ის კოვიდ-ვაქცინის ეფექტიანობა დროთა განმავლობაში მცირდება და მეორე დოზის გაკეთებიდან 4-6 თვის შემდეგ დაახლოებით 84%-ზე ჩამოდის. ამის შესახებ CNBC-ის ცნობით, Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, ვაქცინის ეფექტიანობა ყველაზე მაღალი - 96.5% მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ერთი კვირიდან ორ თვემდე პერიოდშია. ყოველ ორ თვეში კი მისი ეფექტიანობა საშუალოდ 6%-ით მცირდება.

როგორც ბურლა ამბობს, აღნიშნული ახალი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომელიც კომპანიამ დააფინანსა. მასში მონაწილეობა აშშ-ის და სხვა ქვეყნების 44 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. თუმცა, კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ხშირია საუბარი მესამე დოზით ვაქცინაციაზე.