მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ლიმიტირებული დოზები ივნისში შემოვა - ამირან გამყრელიძე

6076c27b3f6c2
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.21 14:28
742
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის ზუსტი დრო და მოცულობა ცნობილი არ არის.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, Pfizer-ის ლიმიტირებული დოზები კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში ივნისში შემოვა.
 
„სამინისტროს მხრიდან Pfizer-თან ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული, მაგრამ ოფიციალურად შეკვეთილი მილიონი დოზის ზუსტი ან მიახლოებითი შემოტანის თარიღი - როდის შეიძლება შემოვიდეს ან როგორი ეტაპობრიობით, ჯერ არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში Pfizer-ის გარკვეული დოზები ისევ კოვაქსისგან შემოვა, მაგრამ - ძალიან ლიმიტირებული", - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.