21.ივლისი .2021 18:22

Pfizer-ის ვაქცინა 16 წლის ასაკიდან იქნება ნებადართული - ახალი პროტოკოლი

Pfizer-ის ვაქცინა 16 წლის ასაკიდან იქნება ნებადართული - ახალი პროტოკოლი
views 1595
უკან

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ვაქცინაციის განახლებული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, Pfizer-ის ანუ mRNA ვაქცინის გამოყენება 16 წელს ზემოთ პირებზე იქნება ნებადართული. 

"აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს," - ნათქვამია განახლებულ პროტოკოლში.

ვაქცინაციის ასაკის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა მითითება COVID გადატანილი ადამიანებისთვის, რომელთაც ახლა გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში შეეძლებათ აცრა. 

შესაბამისი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო და ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად. 

stopcov.ge-ის მონაცემებით, გუშინ 6,586 ადამიანი აიცრა, შედარებისთვის ეს მაჩვენებელი ორშაბათს 11,000-ს აღემატებოდა. მთლიანობაში 15 მარტიდან ანუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან სულ 374,685 დოზა ვაქცინა არის გაკეთებული, მათ შორის ორჯერადად აცრილია 133,648 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა