მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ვაქცინა დასამტკიცებლად მზად ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის იქნება – CNN

5f576b8b53e23
ნათია თაქთაქიშვილი
08.09.20 21:00
1982
ფარამცევტული კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი დარწმუნებულები არიან, რომ მათი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის და მარეგულირებელი მედიკამენტს ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დაამტკიცებს. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ვაქცინა ახლოს არის მედიკამენტის სრულყოფილ ვერსიასთან“, - განაცხადა BioNTech-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა უგურ საჰინიმ.

მისივე განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიას მთელი სიცხადით ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიკამენტის უსაფრთხოება და აღნიშნავს, რომ ის მტკიცედ დარწმუნებულია ამ მედიკამენტის უსაფრთხოებაში. ამასთანავე ამბობს, რომ ვაქცინა კლინიკური ცდების მესამე ეტაპზეა.

„დიახ, გვჯერა რომ ჩვენი მედიკამენტი უსაფრთხოა და დარწმუნებულებულები ვართ, რომ ჩვენ შევძლებთ მისი ეფექტურობის დამტკიცებას“, - განაცხადა უგურ საჰინიმ.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი და გერმანული BioNTech-ი 100 მილიონ ვაქცინის დოზის მიწოდებას გეგმავენ პარტნიორი ქვეყნებისათვის 2020 წლის ბოლოსათვის, ხოლო 1.3 მილიარდი ვაქცინის დოზის მიწოდება იგეგმება 2021 წლიდან.