მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზის ფასი $18-დან იწყება, Sinovac-ის $13-დან, AstraZeneca კი $3-დან

6082bfa3ea943
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.21 22:20
2467
საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია, რომ მთავრობა განიხილავს 4 განსხვავებულ სცენარს იმისთვის, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა მოხერხდეს. სცენარები მოიცავს სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინის შესყიდვის და მოსახლეობის 60%-ისთვის (1.7 მლნ მოქალაქისთვის) მათი განაწილების პროცედურებს. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ვაქცინაციის კამპანია 64-დან 158 მილიონ ლარამდე დაჯდება. ამ სხვაობის მიზეზს კი ვაქცინების შერჩევასთან დაკავშირებით ამ დრომდე დაზუსტებული გადაწყვეტილების არარსებობა წარმოადგენს.

დოკუმენტში საუბარია იმ სავარაუდო ფასებზეც, რაც თითოეული ვაქცინის ერთ დოზას აქვს:

1) AstraZeneca - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $3-დან $7.43-მდე მერყეობს;
2) Pfizer/BioNtech - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $18.34-დან $19.50-მდე მერყეობს;
3) Moderna - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $25-დან $34.50-მდე მერყეობს;
4) Sinovac - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $13.60-დან $29.75-მდე მერყეობს;
5) Novavax - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $3 დოლარი;
6) Johnson & Johnson - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $10 დოლარი.

საფასო ალტერნატივები, რომელთაც ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს:



საქართველოში ამ დროისთვის მოსახლეობის მხოლოდ 1%, ანუ 34,897 ადამიანი არის აცრილი. ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინების იმ დოზებით დაიწყო, რომელიც ქვეყანამ COVAX პლატფორმიდან მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან "სინოფარმის" ვაქცინითაც დაიწყება მოსახლეობის აცრა, თუმცა ეს ვაქცინა ჯერჯერობით WHO-ს ავტორიზაციას არ ფლობს.