მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა - NCDC

607ae8c3cfb35
თამთა ჯიჯავაძე
17.04.21 17:49
971
Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ის ცნობით, ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იტყობინება, რომ აღდგომის დღეებში ვაქცინაცია შეჩერდება.

"გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი", - წერია NCDC-ის ინფორმაციაში.

17 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 27 654 ადამიანია აცრილი.