მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნა დღეიდან კვლავ შესაძლებელია

6065a6f75da2c
ინგა მურუსიძე
01.04.21 14:48
593
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები კვლავ შეძლებენ.

საქმე იმაშია, რომ ექიმებისა და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის "ფაიზერის" ვაქცინით ასაცრელად რიგის დაკავება ერთხელ უკვე იყო შესაძლებელი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, 15 აპრილამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია და მაშინ ერთი ფანჯარა უკვე დაიხურა, ახლა კი მეორე გაიხსნება, რათა მსურველებმა დარჩენილი ვაქცინებიც აითვისონ. 

სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

- თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
- ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
- ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

"ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: pfizer ჯანდაცვა