მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer: კორონავირუსის ვაქცინა მზად შესაძლოა შემოდგომისთვის იყოს

5ea93287e7cb6
BM.GE
29.04.20 12:00
1176
როგორც მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer Inc.-ი აცხადებს, კომპანიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლებელია მზად შემოდგომისთვის ჰქონდეს, რომლის გამოყენებაც გადაუდებელი შემთხვევების დროს იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

როგორც Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა აცხადებს, კომპანია ვაქცინის გამოშვებას მასობრივი  გამოყენებისთვის სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის შეძლებს.

აღნიშნული ვაქცინა ამჟამად კლინიკური ტესტირების ეტაპზეა, რათა კომპანია მაქსიმალურად დარწმუნდეს ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში. ინფორმაცია პრეპარატის დამატებით შედეგებზე ცნობილი მომავალი თვიდან გახდება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სანამ ვაქცინა გაჩნდება, ჯანდაცვის ექსპერტები კოროანვირუსის საუკეთესო პრევენციის გზებად მიიჩნევენ მასობრივ ტესტირებას და იზოლაციის ნორმების დაცვას.