04.მაისი .2021 21:00

Pfizer-მა FDA-ს ვაქცინის ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე შენახვის ნებართვისთვის მიმართა

Pfizer-მა FDA-ს ვაქცინის ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე შენახვის ნებართვისთვის მიმართა
views 792
უკან

Pfizer-მა აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციას (FDA) კოვიდ-ვაქცინის ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე შენახვის დასამტკიცებლად მიმართა, რაც ვაქცინის ტრანსპორტირებას და მის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აქამდე Pfizer-ის შესანახად საჭირო იყო ულტრადაბალი ტემპერატურა, -80-დან -60 გრადუსამდე ან ჩვეულებრივი მაცივრის საყინულის ტემპერატურა -25-იდან -15 გრადუსამდე მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში, რაც ხშირ შემთხვევაში ართულებდა ვაქცინის მიწოდების შესაძლებლობებს.

ახლა კი, Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო განახლებული ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზეც - დაახლოებით 2-8 გრადუსზეც შესაძლებელია ოთხი კვირის განმავლობაში.

ბურლას თქმით, Pfizer-ი ასევე მუშაობს ვაქცინის შენახვის პერიოდის გახანგრძლივებაზე როგორც ულტრადაბალ ტემპერატურაზე, ასევე ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზეც.