მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ს წარმატებით მოველაპარაკეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

60ccba85ed246
ინგა მურუსიძე
18.06.21 18:24
1867
"მოგეხსენებათ, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროცესში, ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში და მე მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდესთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს კოვიდ-პანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე და წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

„ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ ვაქცინის მწარმოებელს უშუალოდ, როგორიც არის Pfizer-ი, ასევე ჩვენ მივიღეთ ვაქცინები COVAX-ის პლატფორმიდან - ასტრაზენეკა, Pfizer-ის პირველი პარტია, ჩვენ ახლა ასევე ველოდებით ჩინურ ვაქცინებს, რომელიც ასევე არის ჯანმოს მიერ ავტორიზებული და ამ მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, რაც ჩვენ წლებია გვაქვს,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.