მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა საქართველოს მთავრობამ 9 თვეში

6172b4b1ce6c9
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.21 17:18
1824
ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ გადასახადების გეგმა 66 მილიონი ლარის (0.8%-ის) გადაჭარბებით შეასრულა და ჯამში, გადასახადებიდან 8,086,134,000 ლარი მიიღო.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასეთია:

● დღგ - 3,513,676,400 ლარი, 9 თვის გეგმის 102.4%;
● საშემოსავლო გადასახადი - 2,517,528,000 ლარი, 9 თვის გეგმის 101.9%;
● აქციზი - 1,277,620,100 ლარი, 9 თვის გეგმის 103.4%;
● მოგების გადასახადი - 790,921,700 ლარი, 9 თვის გეგმის 103.4%;
● იმპორტის გადასახადი - 60,811,800 ლარი, 9 თვის გეგმის 102.8%.

ამასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მთავრობამ 2021 წლის 9 თვეში არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაციიდან) 161.8 მილიონი ლარი მიიღო, რაც გეგმის 100.3%-ია.

დივიდენდებიდან მიღებული შემოსავალი 140 მილიონი ლარია, საპროცენტო შემოსავალი - 199.4 მილიონი ლარი, ჯარიმებიდან და საურავებიდან 68.8 მილიონი ლარი, დონორების გრანტებიდან 313 მილიონი ლარი, საგარეო ვალების აღებიდან კი 4.3 მილიარდი ლარის შემოსავალი.