მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Pfizer-თან კიდევ ერთხელ სატელეფონო მოლაპარაკება უნდა ჩაინიშნოს“ - ამირან გამყრელიძე

603dfd38b7aeb
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.21 13:35
510
მთავრობის ოფიციალური პირების დაპირების და მტკიცების მიუხედავად, ფაქტია, თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დაიწყო - ქვეყანას Covax-ის პლატფორმით Pfizer-ის ვაქცინის 29 ათასზე მეტი დოზა უნდა მიეღო, მაგრამ ვერ მიიღო. თებერვლის ბოლოდან კი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ეპიდემიოლოგებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ Pfizer-ის ვაქცინა მარტში ჩამოვიდოდა და ამის მიზეზად ის დამატებითი პირობები დაასახელეს, რომელიც მწარმოებელმა კომპანიამ ქვეყნებს წარუდგინა;

შედარებით განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა გუშინ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" პლატფორმაზე დაყრდნობით, რომელშიც საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზების მიღების დაგვიანების მიზეზებზე იყო საუბარი. კერძოდ, როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

აღნიშნულს გუშინ და დღესაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოხმაურებები მოჰყვა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, საქართველომ „კოვაქსს“ პირობების შეუსრულებლობის გამო უჩივლოს, დღეს კი, მისმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ "COVAX-თან გაუგებრობა აღმოფხვრილია და თანამშრომლობა გრძელდება".

დღესვე სააკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Pfizer-ის ის რაოდენობა, რაც უნდა შემოსულიყო, ქვეყანაში მალე შემოვა.

„Pfizer-თან კიდევ ერთხელ უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაც უნდა მიგვეღო Covax-ით - 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მიიღებს მალე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-მ COVAX-პლატფორმას დღეს $575 000 დოლარი გადაურიცხა - ამირან გამყრელიძე