მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer–მა COVID-19–ის სამკურნალო აბი შექმნა, რომელიც სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 89%-ით ამცირებს

618515518bb75
ნათია თაქთაქიშვილი
05.11.21 15:23
1742
მსოფლიოში წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო აბი სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 89%-ით ამცირებს იმ პირებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფარმაკოლოგიური კომპანია არ აპირებს დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარებას, პრეპარატის ეფექტიანებიდან გამომდინარე და Pfizer-ის განცხადებით, უახლოეს დროში მიაწვდიან არსებულ კვლევებს აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სწრაფი ავტორიზაციის მოსაპოვებლად.

Bloomberg-ის მიხედვით, Pfizer-ის მირ წარმოებული აბების გარდა ამ ეტაპზე კიდევ ორი იმედისმომცემი პრეპარატია, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს კორონავირუსის სამკურნალო აბები მარეგულირებლებს ფარმაცევტულმა კომპანებმა Merck & Co. და Ridgeback Biotherapeutics LP-მა წარადგინეს, მას შემდეგ რაც კვლევებმა აჩვენა, რომ მათ მიერ წარმოებული აბები ინფიცირების და გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა.

ბრიტანეთში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს, რომელიც აბების სახითაა