28.აგვისტო .2019 20:30

Philip Morris International და Altria გაერთიანებას გეგმავენ

views 197
უკან

თამბაქოს მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიები Philip Morris International და Altria გაერთიანებას აპირებენ. ინფორმაცია კომპანიების სათავო ოფისებშიც დაადასტურეს. როგორც ირკვევა, ამ ეტაპისთვის შერწყმის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა შეთანხმებას მიაღწევენ ორივე კონცერნის წარმომადგენლები. თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, გარიგების ღირებულება დაახლოებით $200 მილიარდია.

აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია ერთი და იგივე ბრენდების თამბაქოს ნაწარმს ყიდის, მათ შორისაა მარლბორო, თავად Philip Morris-ი და სხვა. აღნიშნული კომპანიები 2008 წლამდე გაერთიანებული სახით არსებობდა, 10 წლის წინ მათი გზების გაყოფის მიზეზად, Philip Morris -ის მიერ საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება დასახელდა, ხოლო Altria-ს ბაზრად კი ამერიკის შეერთებული შტატები განისაზღვრა. 

Altria აშშ-ს მსხვილი ინვესტორი და ელექტროსიგარეტების ბაზრის ლიდერია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაერთიანება Philip Morris-ის ექსპანსიას ხელს შეუწყობს.

თამბაქოს ბაზრის მსხვილი მოთამაშეების შერწყმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, British American Tobacco-ს აქციებზე ფასის 3%-იანი ვარდნა მოჰყვა.