მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Philips-ი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესს ყიდის

5e31aa4e2eede
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.20 20:20
862
მსოფლიოში ცნობილი კომპანია Philips-ი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესს ყიდის, რადგან ჰოლანდიური კონგლომერატი აპირებს აქცენტი გააკეთოს ჯანდაცვის სექტორზე, რომელსაც საჭირო ტექნიკით მოამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

კომპანიის აღმასრულულებელი დირექტორი ფრანს ვან ჰაუტენი აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სტრუქტურა მათთვის საინტერესო არ არის და კომპანია ჯანდაცვის სფეროში ბიზნესზე კონცენტრირებას გეგმავს.

კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს Philips-ის ჯამურმა გაყიდვებმა 19.5 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 1.2 მილიარდ ევროს უტოლდება.