მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PHILIPS-ი თანამშრომლების რაოდენობას 6,000-ით ამცირებს

63d78f033954d
გიორგი თოლორდავა
30.01.23 17:32
770
ჰოლანდიური მულტიპროფილური კონგლომერატი, Philips-ი თანამშრომლების რაოდენობას 6,000-ით ამცირებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, როი იაკობსის განცხადებით, მათი ნაწილი სამსახურს უახლოეს მომავალში დატოვებს, ნაწილი კი - მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მისი განმარტებით, სამუშაო ძალის შემცირება გარდაუვალია, რადგან კომპანია მოსალოდნელზე თითქმის ორჯერ დიდ ზარალზე გადის, შესაბამისად, აქციონერებისა და ინვესტორების მხრიდან მენეჯმენტზე ზეწოლა იზრდება, თანამშრომლების დათხოვნა კი ერთადერთი გამოსავალია ხარჯების მყისიერად შესამცირებლად.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ გასული წლის მესამე კვარტალი Philips-მა $1.33-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ უარესი შედეგია. შედარებისთვის, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება 2.97 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

გლობალური მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, თანამშრომლების განთავისუფლების სტრატეგიას ირჩევენ სხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიებიც, მათ შორისაა: Microsoft, Amazon, Tesla, Google და Meta.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.