მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ი ხუთ წელში მომხმარებლების 25 მილიონამდე ზრდას ელოდება

5f172692c319f
მარიამ ადამია
21.07.20 23:45
1250
„ჩვენი პირდაპირი მიზნები არ უკავშირდება ამერიკაში გასვლას, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი მსგავსი კომპანიაა და მათთან კონკურენცია რთულია, ბევრ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს ამიტომ ჩვენ ისეთ ქვეყნებზე ვდებთ ფსონებს, სადაც მსგავსი სერვისი არ არსებობს და მარტივი იქნება დასაწყისში ახალ რეალობასთან მორგება და თავის დამკვიდრება. ამ მიზნისკენ ჩვენ მივდივართ და სავარაუდოდ, 5 წლის განმავლობაში Phubber-ის მომხმარებლების რაოდენობა 25 მილიონამდე გაიზრდება“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, Forbes georgia-ის 30under30-ის სიის წევრმა და აპლიკაცია Phubber-ის თანადამფუძნებელმა, ანანო დოლაბერიძემ ისაუბრა.

რაც შეეხება მთავარ ნიშას, რომლის მეშვეობითაც აპლიკაცია კონკურენციას უწევს სხვა ბაზრებზე ალტერნატიულ პლატფორმებს, დოლაბერიძის თქმით, ეს არის უსაფრთხოება, რომლის ფარგლებშიც, ყველა ნივთი მოწმდება და მომხმარებელმა ზუსტად იცის, რას მიიღებს. პარალელურად კი, მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე, მათ შორის ნივთის დაბრუნების სერვისზე, რომელიც ამ დროისთვის აპლიკაციაში არ ფუნქციონირებს.

„დღევანდელი მოცემულობით, 80 ათასზე მეტი ნივთია აპლიკაციაზე ატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს არჩევანის საშალება აქვს როგორც ბრენდის, ასევე ფასისა და კატეგორიიდან გამომდინარე და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, აპლიკაციის გამოყენება უახლოეს მომავალში გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მართალია phubber-ი დღეს უფრო პრემიუმ-სერვისია, სადაც შედის კონტროლი და ყველა ის პროცედურა, რომელსაც გადის ნივთი, თუმცა არიან მომხმარებლები, რომლებსაც ეს არ სჭირდებათ, ამიტომ სრულად გადავეწყობით მომხმარებლის მოთხოვნაზე და მათ ექნებათ არჩევანის საშუალება,“ -აღნიშნა Phubber-ის თანადამფუძნებელმა.

როგორც დოლაბერიძე აღნიშავს, აპლიკაცია დღეს რიგი დიზაინერებისთვის მთავარი გაყიდვების ინსტრუმენტი და პლატფორმა გახდა, განსაკუთრებით პანდემიის დროს და ეს ტენდენცია უნდა შეინარჩუნონ და გაზარდონ მომავალში.