მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ის თანადამფუძნებელი 5 ივლისის მოვლენებზე: "ეს მოვლენები ინვესტორებს აშინებთ"

60f3e675c4dd9
ლიკა გურაბანიძე
18.07.21 12:30
735

“საქართველოში ინვესტირება არავის აინტერესებს, არცერთ ამერიკელ ინვესტორს საქართველოში ინვესტირება ნომერ პირველ მიზნად არ აქვს. ტოპ სია რომ შევადგინოთ, საქართველო ასეულს მიღმაა,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Phubber-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა.

კომპანიის თანადამფუძნებელმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ამბავი ქვეყნის ბიზნესგარემოს დიდ ზიანს აყენებს, ხოლო ინვესტორებს აფიქრებს და აფრთხობს.

“ამერიკული ბაზარი იმდენად დიდია, რომ ისინი სხვა ქვეყნებს არ უყურებენ. დღევანდელ მოცემულობაში თუ კიდევ გვინდა ცხოვრება გავირთულოთ, მაშინ შეგვიძლია...

ეს ძალიან მძიმე ამბავი იყო, ძალიან მძიმე შედეგებით. შესაძლოა, ეს ჩვენ როგორც ქვეყანამ გადავაგოროთ და ცხოვრება გავაგრძელოთ, მაგრამ ის შედეგები, რაც ამას ექნება, ჩვენი ქვეყნის იმიჯს შესაძლოა ძალიან დიდხანს გაჰყვეს.

დღესაც რთულია ინვესტორის დარწმუნება, რადგან პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, საქართველო სად არის. შემდგომ, როდესაც აუხსნი, აღქმა მოდის, რომ ეს პოსტსაბჭოთა სივრცეა და აქ შესაძლოა კორუფცია იყოს; შემდგომ აღიქმება, რომ აქ მოსახლეობის მცირე რაოდენობაა მცირე შემოსავლებით, აქ ფული არ იშოვება და გაუმართავი ინსტიტუტებია. ინვესტორებს ურჩევნიათ, რომ ინვესტიციები ისეთ ქვეყანაში და გარემოში ჩადონ, სადაც თუნდაც მათი პოზიციების დაცვა შეუძლიათ. სადაც სამართლიანობა უზრუნველყოფილი იქნება.

დამატებით ახლა აქ განვითარებულ მოვლენებს უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა საფრთხისშემცველია. ეს მოვლენები ინვესტორებს აშინებთ” - აღნიშნა გიორგი ჩუგოშვილმა.