მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ს მარტსა და აპრილში გაყიდვები 60%-ით გაეზარდა

5ee7a79c539a4
ნინი ლონგურაშვილი
15.06.20 21:00
1289
შეზღუდვების მოხსნის პირველ კვირაში, „თიბისის“ არხებით უნაღდო ანგარიშსწორებიდან მიღებული ინფორმაციით, რეზიდენტების ხარჯვის თვალსაზრისით, უნაღდო ანგარიშსწორებაში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 37%-იანი ზრდა ფიქსირდება. სტატისტიკის მიხედვით, ონლაინ გაყიდვები ე.წ ლოქდაუნის დროსაც აქტიური იყო და ზრდამ 25% აჩვენა. პანდემიის პერიოდში გაყიდვები გაეზარდა აპლიკაცია Phubber-საც.

“საქმიანი დილის” ეთერში ონლაინ მაღაზია Phubber-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ დახურული მაღაზიების ფაქტორმა, ონლაინ გაყიდვებზე საგრძნობლად იმოქმედა.

“თავიდან იყო ძალიან მძიმე პერიოდი. მარტის მეორე ნახევარში გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, იმიტომ რომ ადამიანებს არ ჰქონდათ გადაწყვეტილი თანხა დაეხარჯათ თუ არა ტანსაცმელში, მაგრამ აპრილის და მაისის თვეში გაყიდვების კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა გქვონდა. ეს იყო დაახლოებით 60% და 45%-იანი ზრდა. Phubber-ის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური ზრდა დავინახეთ, მაგრამ აქ რამდენიმე ფაქტორი იყო აღსანიშნავი. პანდემიის პერიოდში ყველა სხვა მაღაზია იყო დახურული, იგივე სავაჭრო სივრცეები და ის მაღაზიები, რომლებიც მთავარ ქუჩაზე მდებარეობს. ასეთ დროს Phubber იყო ალტერნატივა. “, – აღნიშნა გიორგი ჩუგოშვილმა.