მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber უკრაინულ ბაზარზე შევიდა

611e764446e22
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 19:23
1472
„19 აგვისტოს, დაიბადა უკრაინული შპს ფაბერი!!!“ - აღნიშნულ პოსტს სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

BM.GE-ის ინფორმაციით, კომპანია ახალი ბაზრის ათვისებას დიდი ხანია გეგმავს. გიორგი ჩუგოშვილი კი წერს, რომ Phubber-ი უკრაინელ მომხმარებელს მალე მოემსახურება.

„დღეს, 2021 წლის 19 აგვისტოს, დაიბადა უკრაინული შპს ფაბერი!!!
მალე მზად ვიქნებით მოვემსახუროთ პირველ უკრაინელ მომხმარებელს!!!
მივიღოთ პირველი შეკვეთა!!!“, - წერს დამფუძნებელი.

BM.GE-სთან საუბრისას კი აღნიშნავს, რომ აპლიკაცია ოფიციალურად 2 კვირაში ჩაეშვება. "დღეს დავასრულეთ კომპანიის რეგისტრაცია, რაც საშუალებას გვაძლევს ბანკებთან და საკურირო კომპანიებთან საბოლოო ინტეგრაცია მოვახდინოთ. პირველი შეკვეთის მიღებას დაახლოებით 10 დღეში ველით", - განმარტა გიორგი ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება კომპანიის მიერ უკრაინის ბაზარზე გაფართოებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს, ჯერ კიდევ მაისში BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობდა, რომ უკრაინის ბაზარზე შესვლისთვის Phubber-ი 250 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც მათ თებერვლის ბოლოს WhatsApp-ის წამყვანი დეველოპერისა და მეწილესგან მოიზიდეს.

მისი თქმით, უკრაინულ Phubber-ზე სამოსისა და აქსესუარების ცნობილ ბრენდებთან ერთად წარმოდგენილი იქნება უკრაინელი და ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქტი. „უკრაინა საქართველოზე 10-ჯერ დიდი ქვეყანაა, ონლაინბაზარიც აქ უფრო განვითარებულია და საკმაოდ მაღალი მოლოდინები გვაქვს“, - ამბობდა ჩუგოშვილი.