24.მარტი .2020 22:25

პიკი ჩვენი გაანგარიშებით შეიძლება იყოს 4 აპრილიდან - ჯანდაცვის მინისტრი

views 978
უკან

ჩვენ მაინც გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ პიკი შეიძლება დაიწყოს და თქვენ იცით, რომ განვიხილავთ მუდმივად რამდენიმე სცენარს, რომლის მიხედვითაც შეიძლება განვითარდეს კოვიდი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პიკი შეიძლება იყოს 4 აპრილიდან თვის ბოლომდე.

„ეს პიკი ჩვენი გაანგარიშებით შეიძლება იყოს 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში. მანამდე პერიოდში ჩვენ ვაწარმოებთ ყველანაირ სამუშაოებს და ასევე იმის აღრიცხვას, თუ სად შეიძლება იყოს დღესდღეობით კოვიდი. ეს მონიტორინგი მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში. ამ ეტაპისთვის, ამ კვირაში ჩვენ არანაირ პიკს არ ველოდებით, თუმცა, ასეთ დინამიურ მატებას, როგორიც დღემდე გვაქვს, რა თქმა უნდა ამის მოლოდინი ჩვენ ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად გაგვაჩნია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 70 შემთხვევაა დაფიქსირებული.