მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიკს გადავდივართ და ალბათ თანდათან ქვემოთ დავეშვებით - ამირან გამყრელიძე

612b81a48afa6
თამთა ჯიჯავაძე
29.08.21 16:53
5576
„პიკს გადავდივართ და ალბათ თანდათან უკვე  ქვემოთ დავეშვებით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, თუმცა მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ რთულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანის მიხედვით, ჩვენ მეოთხე ტალღას გადავდივართ თუ გადავიარეთ და პროგნოზულად ვითარება კეთილსაიმედოა, არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ ანუ მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რომ ქვეყანაში სერიოზული სიტუაციაა და ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე.

„ამდენს ვსაუბრობთ, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 50% გვქონდა და უნდა იყოს 75% და შემდეგ კიდევ უფრო მეტი, თუმცა პირიქით, უფრო უგულვებელვყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და ეს მაჩვენებელი 50%-ს დაბლა ჩამოდის“, - განაცხადა გამყრელიძემ.