მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში ფოტოების გაზიარებაზე ორიენტირებული სოციალური ქსელი Pinterest აღმოჩნდა, რომელიც კონკურენციას Instagram-ს უწევს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, კომპანიით აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი - Elliott Investment Management დაინტერესდა, რომელმაც Pinterest-ის 9%-იანი წილი შეიძინა.
ბუნებრივია, აღნიშნული სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად პოზიტიურად მიიღეს. ჯერ კიდევ საფონდო ბირჟის გახსნამდე Pinterest-ის აქციების ღირებულება თითქმის 13%-ითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ ერთ წელიწადში 75%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ კავშირშია არასახარბიელო კვარტალურ ანგარიშებთან და მომხმარებლების რაოდენობის შემცირების სტატისტიკასთან.
გარდა ამისა, ინვესტორთა ნაწილი შიშობს, რომ სოციალური ქსელის ბიზნესმოდელი, რომელიც, ძირითადად, რეკლამებზეა მორგებული, სტაბილური შემოსავლის მისაღებად საკმარისი არ არის და კომპანიამ ალტერნატიული წყაროების შექმნაზეც უნდა იზრუნოს.
სტრუქტურული ცვლილებების მიმართულებით დირექტორთა საბჭომ უკვე გადადგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ბილ რედი დაინიშნა. საგულისხმოა, რომ რედი კომპანია Google-ის ელექტრონული კომერციის დეპარტამენტში აღმასრულებელ პოზიციას იკავებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Pinterest-ს საკუთარი სავაჭრო პლატფორმის, Facebook Marketplace-ის ერთგვარი კონკურენტის შექმნა და განვითარება სურს.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი