ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში.
„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში, იმისათვის, რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა და ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.