მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამაში 10-მდე კომპანიაა ჩართული - ეკონომიკის მინისტრი

5e721503d1dd6
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 16:30
1400
პირბადეების ადგლობრივი წარმოების პროგრამაში 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „აჭარა ტექსტილი“ არის პირველი საწარმო, რომელმაც დაიწყო პირბადეების წარმოება და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გამოთქვა სურვილი წარმოებული პირბადებიის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო სექტორის ჩართულობით შევიმუშავეთ პროგრამა ადგილობრივად პირბადეების დამზადების და ხვალ უკვე ვიწყებთ პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო არის „აჭარა ტექსტილი“. მე პირადად ვესტუმროები ხვალ, ფოთში ამ საწარმოს.

მინდა ვთქვა, რომ 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში, ასევე რამდენიმე კომაპნია, ვისაც შემოაქვს აუციელებელი ნედლეული. ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ და ეს პირველი პარტია პირბადეების იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შეავსებს იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც ჩვენ შემდეგ კერძო სექტორთა ერთად გადავანაწილებთ, იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

საუბარია მრავალჯერადი გამოყენები პირბადეებზე, რომელსაც გამოყენების ინსტრუქცია აქვს და რომელიც შეთანმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიებს, რომლებიც უანგაროდ მონაწილეობენ ამ პროგრამაში, იგივე „აჭარა ტექსტილი“, რომელმაც გამოთქვა სურვილი გარკვეული რაოდენობა შეკერონ უსასყიდლოდ, ასევე კომპანიები, ვინც გვაწვდის ნედეულს, აქაც გარკვეული მოცულობა იქნება უსასყიდლოდ“, - თქვა ნათია თურნავამ.