მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადეებთან ერთად საქართველოში სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც დაიწყო

5e73393d00410
ინგა მურუსიძე
19.03.20 13:16
7414
პირბადეებთან ერთად საქართველოში სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც დაიწყო, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი შეიქმნას.

„უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეების და ასევე სადეზინფექციო საშუალებების, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ის ადამიანები, ვინც არიან კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე, ხოლო შემდეგ სხვა მოქალაქეები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.