მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადეს დეკემბერში 70% ატარებდა, ახლა 43%-ზე ჩამოვიდა, რატომ? - ჭიაბერაშვილი

6065d9861fabd
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.21 23:00
1130
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვით უკმაყოფილოა. ის ამბობს, რომ ერთი წელია საზოგადოება უყურებს, რომ მთავრობა ამ პროცესს “ლოქდაუნიდან - ლოქდაუნამდე” არასწორად მართავს.

“ლოქდაუნის პირობებში მთავრობა სრულიად აჩერებს ყველაფერს და კლავს ბიზნესს, ხოლო ლოქდაუნებს შორის ვიღებთ უკონტროლო სიტუაციას, როცა პირბადის ტარების აღსრულებაც კი დაქვეითებულია.

ამ ფონზე ინფიცირებულების რაოდენობა, რა თქმა უნდა, მოიმატებს, რაც ჯანდაცვის სექტორს გადატვირთავს. რეგულაციების შესრულების მაჩვენებელი უნდა იყოს მაღალი. პირბადეს დეკემბერში 70% ატარებდა, ახლა 43%-ზე ჩამოვიდა, ამიტომ უნდა დავსვათ შეკითხვა - რატომ დაქვეითდა ეს მაჩვენებელი ან რას აკეთებს მთავრობა, იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი ავიდეს მაღლა?”,- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.