მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირბადის გამოყენების გაზრდის შემთხვევაში პიკი იქნება შედარებით ხანმოკლე“ - გაბუნია

610a7a7f6c791
თამთა ჯიჯავაძე
04.08.21 15:30
1305
„4 000-ზე მეტი შემთხვევაა უკვე ბოლო ორი დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება.

„7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. ასევე ემატება სასტუმროებიც და ბინაზე 27 000-მე მეტი პაციენტი მკურნალობს.

გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი ჯანდაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა და პროგნოზულად პირბადის გამოყენების გაზრდის შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა რომ პიკი იყოს შედარებით ხანმოკლე და შემდგომი მატება არ მივიღოთ და რა თქმა უნდა, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც არსებობს. მათ შორის დიდი სოციალური ღონისძიებების თავის შეკავება“, - განაცხადა გაბუნიამ.