მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ია - გამყრელიძე

614dc042183fa
ინგა მურუსიძე
24.09.21 17:26
838
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ია. მისივე თქმით, მაჩვენებელი 95%-ზე უნდა ავიდეს.

„თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავიყვანეთ, რაც დღეს 43%-ია, მარტო პირბადით დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. 1000 ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ახალი გათვლებით უკვე 500 ვაქცინირებული ნიშნავს ერთ გადარჩენილს. მადლობა ვინც აცრილი ხართ, მაგრამ უთხარით ყველას, რომ აცრის გარდა ვერაფრით დავამთავრებთ პანდემიას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.