მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ს ჩამოსცდა, შარშან ამ დროს 70% იყო - თამარ გაბუნია

61655eb56bd09
ინგა მურუსიძე
12.10.21 14:06
493
პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ს ჩამოსცდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, გასული წლის ამ დროს ვაქცინაციის მაჩვენებელი 70%-იან მაჩვენებელზე იყო.

"პირბადის გამოყენების მაჩვენებლით 43%-ს ქვემოთ ჩამოვედით, მაშინ როცა შარშან ამ დროს 70%-იან მაჩვენებელზე ვიყავით. ის, რაც დღეიდან უნდა გავაკეთოთ, არის იმ წესების აღსრულება, რაც უკვე დაწესებულია და მეორე არის ვაქცინაციის პროცესი. რა ტენდენციები გამოვლინდება ამას უნდა დავაკვირდეთ და დასკვნებს გავაკეთებთ, თუმცა დღეისთვის არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და ის, რაც შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ, არის ვატაროთ პირბადე, სოციალური დისტანცია და ვაქცინაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინაცია იცავს მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლისგან და პრაქტიკულად, არ არის გარდაცვალების შემთხვევები.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაქცინაცია  ადამიანს იცავს ინფიცირების მძიმე ფორმებისგან, გადაცემისგან და სიკვდილობისგან - ამაზე მეტი არგუმენტი რა უნდა გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ და ავიცრათ, არ ვიცი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.