მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის 1053 მოქალაქე დაჯარიმდა - შსს

6076977f7290a
ინგა მურუსიძე
14.04.21 11:36
558
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 259 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს შს სამინისტროდან აცნობეს, კომენდანტის საათის დარღვევისთვის 95 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1053. გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.