მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 93,600-ზე მეტი ჯარიმა დაიწერა

60afc6e353767
BM.GE
28.05.21 00:00
1384
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 93,642 ჯარიმა გამოიწერა. იქიდან გამომდინარე, რომ პირბადის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, ამ ჯარიმებიდან სახელმწიფო პოტენციურად 1,872,840 ლარის შემოსავალს მიიღებდა. 

IDFI-ის შეფასებით, ღია სივრცეში პირბადეების ტარების წესის დარღვევის ჯარიმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იურიდიული პრობლემები არსებობს, რადგანაც 2020 წლის ნოემბერში მთავრობამ ეს აკრძალვა რიგი იურიდიული დარღვებებით მიიღო. 2018 წლის 18 თებერვლამდე, ანუ კანონში მორიგი ცვლილებების ამოქმედებამდე გამოწერილი ყველა ჯარიმის კანონიერება "სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ" დგას.