მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პირბადის ვალდებულების მოხსნა ჯერ კიდევ ადრეა” - ივანე ჩხაიძე

6214edec3ea3f
ანუკა ჯოხაძე
22.02.22 21:14
1411
საქართველოში 1 მარტიდან რეგულაციების დიდი ნაწილი იხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. როგორც საბჭოს წევრები ამბობენ, გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილებას და ქვეყანაში ომიკრონის ტალღის დაღმავალ ტემპს უკავშირდება. ძალაში რჩება პირბადის ტარების ვალდებულება, თუმცა საბჭოს წევრები არ გამორიცხავენ რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვა მოხდეს.

თსსუ-ის პროფესორი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ თუ შეზღუდვები მსუბუქდება პირბადის ტარების კონტროლი მაინც უნდა გამკაცრდეს, რადგან ქვეყანა აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებისთვის მზად ჯერ არ არის.

“უნიღბოდ როცა გადაადგილდებით ქუჩაში, დღეს დაცული არ ხართ. შეიძლება 1 საათით ადრე ამ ადგილას გაიარა ინფიცირებულმა ადამიანმა, რომელმაც დაახველა ან დააცემინა, რაც თქვენ უკვე ინფიცირების საფრთხეს გიქმნით. პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, ჯერ ადრეა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში ნიღბის ტარების აღსრულების კონტროლი პრაქტიკულად მინიმუმადეა დასული. ლოგიკური და განსახორციელებლად იოლი იქნება, რომ ამ მიმართულებით მაინც იყოს კონტროლი გამკაცრებული. არ მგონია, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის შინაგანი პასუხისმგებლობის იმედით მოვახერხოთ და ნიღბის ტარების მაჩვენებელი 70-80%-მდე გავზარდოთ. ეს კი ის მინიმუმია, რაც ქვეყანას სჭირდება.”-აცხადებს თსსუ-ის პროფესორი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.