მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გამოწვევად რჩება - ნათია თურნავა

61bb392791d7b
ინგა მურუსიძე
16.12.21 17:07
470
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე რამდენიმე ნაბიჯს ვდგამთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაგალითად მან მოიყვანა ახალ პროექტი, რომელზეც თურნავას თქმით, მუშაობა მიმდინარეობს და 40-მდე მსხვილ საინვესტიციო პროექტს მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„მსოფლიო მასშტაბით, ძალიან დიდი გამოწვევა იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. 2020 წელს გლობალურად ინვესტიციების 25%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, გარკვეული პოზიტიური ნიშნები 2021 წელს შეინიშნება, რადგანაც ჩვენ ვართ დამოკიდებული, ზოგადად, უცხოელი ინვესტორების განწყობებზე, თუმცა გამოწვევად რჩება, რომ ნულიდან დაწყებული პროექტები შემცირდა... ასეთი პროექტების დაფინანსება შემცირებულია, ინვესტორები უფრო ფრთხილობენ. ხსენებული გამოწვევების ფონზე აღსანიშნია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში FDI მცირედით, თუმცა 3.2 %-ით გაიზარდა. ეს არ არის საკმარისი და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ აღდგენის პარალელურად, უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი მსხვილი და ცნობილი ინვესტორები, როგორიცაა იაპონური TEPKO, ამერიკული APM და სხვები.

„რეალურად, დარგის ლიდერი კომპანიები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდნენ საქართველოში“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.