მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირმა, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა, თავი მოიკლა - შსს

63ca23e5a2cbe
ინგა მურუსიძე
20.01.23 09:17
2901
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსროლელმა 5 ადამიანი მოკლა, 5 დაჭრა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გარდაცვლილია 1 პოლიციელი, კორპუსის მცხოვრები 4 მოქალაქე და თავად თავდამსხმელი. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

„გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში.

შს მინისტრი:

ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ავღანეთშიც იბრძოდა. „ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა. მოქალაქე, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, სახლში მის შვილთან ერთად იმყოფებოდა (შვილი სრულწლოვანია). დაიწყო ჯერ ერთი მხრიდან სროლა და შემდეგ მეორე მხრიდან და ბავშვმა დატოვა სახლი. შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება თავდამსხმელის გარდაცვალებას, შს მინისტრმა თქვა, რომ როგორც გომელაურმა საგარეჯოში, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გასროლის ხმა მაშინ გაისმა, „როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარი შეაღო“.

მისი თქმით, თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ გარდაცვლილი საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, ხოლო თავიდან სისხლი მოსდიოდა.

ადგილობრივები:

ადგილობრივები მედიასთან საუბრიას ყვებიან, რომ ყოფილ სამხედროს, რომელმაც საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გახსნა, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობას გადიოდა.

თავდამსხმელი:

თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 6 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია. ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. იყო ყოფილი სამხედრო იყო და ნამყოფია ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ ბინაში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა. სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სროლის დროს სახლიდან გაიპარა.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.