27.იანვარი .2021 21:35

პირობები, რომლის მიხედვითაც 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იმუშავებენ

პირობები, რომლის მიხედვითაც 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იმუშავებენ
views 1544
უკან

საქართველოს მთავრობის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სავაჭრო ცენტრები და საცალო გაყიდვების ობიექტები (არასასურსათო საქონლის ბაზრობების გარდა) შეზღუდვებით, თუმცა ფუნქციონირებას განაახლებენ.

დღეს ვაჭრობის ინდუსტრიისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე საბოლოოდ გაირკვა როგორ და რა წესებით იხსნება ვაჭრობის ობიექტები: 

სავაჭრო ცენტრები და რითეილ სექტორი ოპერირებას კვირის განმავლობაში ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით შეძლებს;

ობიექტები 10:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებენ;

წინასაახალწლო გახსნისგან განსხვავებით, მაღაზიებში გასახდელი ოთახები კვლავ ამოქმედდება და მომხმარებელს სამოსის მორგება შეეძლება;

ამოქმედდება ნივთების გადაცვლა-დაბრუნების სისტემა;

10 კვადრატულ მეტრზე დაიშვება მხოლოდ ერთი მომხმარებელი;

ამასთან, 1 მარტამდე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულთა სავალდებულო კოვიდ-ტესტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 1 მარტის შემდეგ შესაბამისი ხარჯების გაღება თავად ბიზნესს მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა