მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირობები, რომლითაც რესტორნებს, სპორტულ ობიექტებს და საბავშვო ბაღებს სესხი დაუსუბსიდირდებათ

6021225e28602
ინგა მურუსიძე
08.02.21 15:41
612
პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში,  განაცხადების მიღებას აცხადებს.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, პროგრამის მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

გაიგეთ მეტი პროგრამის პირობების და რეგისტრაციის შესახებ:

სარესტორნო ინდუსტრია - https://bit.ly/3aHOrb3

სპორტული ობიექტები - https://bit.ly/2N3a8ue

საბავშვო ბაღები - https://bit.ly/3tDMIft