მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, მხოლოდ რისკ ჯგუფებში შემავალ ბავშვებს აცრიან

615dd2520a51b
თათია ჩაფიჩაძე
06.10.21 23:45
1016
მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭო 12 წელს ზემოთ მყოფი მოზარდების აცრის საკითხზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. როგორც Bm.ge-ს პედიატრმა თემურ მიქელაძემ უთხრა, პირველ ეტაპზე აცრები მხოლოდ რისკ ჯგუფებში შემავალი მოზარდებისთვის იქნება დაშვებული. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემაც დაგვიდასტურა.

„ორი სცენარიდან არის ასარჩევი, ერთი ე.წ. გერმანული ვარიანტი, როდესაც გერმანიამ დაიწყო 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია რისკის ჯგუფებში, ეს არის ბავშვები გარკვეული პრობლემებით, თანდაყოლილი დაავადებებით, ქრონიკული პათოლოგიებით, ეს ბავშვები წარმოადგენენ მაღალ რისკს ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმების და გარდაცვალების თვალსაზრისით, ამიტომ პირველი ნაბიჯი შესაძლოა იყოს ამ ბავშვების ვაქცინაცია და შემდეგ უკვე გაფართოვდეს ყველა ბავშვზე. ეს არის ის საკითხი, რაც აუცილებლად გადაწყდება მიმდინარე კვირაში, სავალდებულო აცრა არც ბავშვების შემთხვევაში არ იქნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში იმუნიზაცია 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებშია დაშვებული.