მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტის ხარჯი 25.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

5ea971aa884a2
დავით ჯალაღონია
29.04.20 20:20
1104
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისთვის 28 მლნ 993 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 25.7%-ით მეტია.

რაც შეეხება მარტის მონაცემებს, აღნიშნულმა ხარჯმა 8 მლნ 171,8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის მარტთან შედარებით 7.5%-ით მეტია.

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 4.3%-ით გაიზარდა და 217.9 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია. იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.