მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში ინვესტიციები გაიზარდა

6482ff027b600
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.23 15:13
815
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 28 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რითიც ის ინვესტიციების მთლიან რეიტინგში თურქეთის შემდეგ მეხუთე ადგილზე გავიდა.

ამასთან, წინა წელთან შედარებით საქართველოში რუსული ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია, რადგანაც 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან შემომავალის ნაცვლად, მინუს 11 მილიონის გამავალი ინვესტიციები დაფიქსირდა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსული FDI-ის მოცულობა ასე ნაწილდება:

• 2013 წელი - 8 მილიონი დოლარი.
• 2014 წელი - 88 მილიონი დოლარი;
• 2015 წელი - 52 მილიონი დოლარი;
• 2016 წელი - 28 მილიონი დოლარი;
• 2017 წელი - 52 მილიონი დოლარი;
• 2018 წელი - 84 მილიონი დოლარი;
• 2019 წელი - 63 მილიონი დოლარი;
• 2020 წელი - 42 მილიონი დოლარი;
• 2021 წელი - 76 მილიონი დოლარი;
• 2022 წელი - 71 მილიონი დოლარი;
• I კვ. 2023 წელი - 28 მილიონი დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მინუს 11 მილიონი.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, საიდანაც 239.6 მილიონი ჩაიდო. ამ ქვეყნიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 630%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იაპონია 63 მილიონის საინვესტიციო ნაკადით, ამ ქვეყნიდან შემოსული FDI პირველ კვარტალში 700%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნები, საიდანაც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი FDI შემოვიდა:

1. ნიდერლანდები - 239.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 630%
2. იაპონია - 63.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 700%
3. აშშ - 54.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 70%
4. თურქეთი - 47 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -28%
5. რუსეთი - 28.2 მილიონი დოლარი გასულ წელს რუსეთიდან მინუს 11 მლნ-ის ინვესტიციები დაფიქსირდა
6. მარშალის კუნძულები - 23.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%
7. ყაზახეთი - 20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 953%
8. ჩინეთი - 19.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -46%
9. დანია - 11.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 28%
10. შვეიცარია - 10.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39%.

შემოსულ FDI-ს შორის 300 მილიონი დოლარი სააქციო კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები იყო, რეინვესტიციები 190 მილიონი დოლარი, ხოლო სავალო ვალდებულებების ჩამორიცხვა 7 მილიონი დოლარი.