2020 წლის პირველ კვარტალში, მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7-%-ით გაიზარდა და ჯამურად 13,659,925 ლარი შეადგინა. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშიდა ხდება ცნობილი.
სარეკლამო შემოსავლების კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაუფიქსირდა და მისი სარეკლამო შემოსავალი განახევრდა, სილქნეტს კი 65%-იანი კლება აქვს. 48%-იანი კლება უფიქსირდება ტელეკომპანია „კავკასიას“, სარეკლამო შემოსავალი რაგბი ტვ-ს 45%-ით, ხოლო სეტანტა ჯორჯიას 40%-ით შეუმცირდა.
2020 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:
ტელეიმედი - 5,404,783.27 ლარი;
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” – 2,555,286.62 ლარი;
მთავარი არხი - 1,859,641.48 ლარი;
ტელეკომპანია პირველი - 927,809.19 ლარი;
პოსტვ - 465,590.91 ლარი;
საზოგადოებრივი მაუწყებელი - 438,038.97 ლარი;
ჯი-დი-ეს თი-ვი - 437,105.48 ლარი;
სილქნეტი - 229,656.03 ლარი;
სეტანტა ჯორჯია - 140,829.45 ლარი;
სტუდია მაესტრო - 132,764.00 ლარი;
რ.ბ.ჯ (რუსული ORT-ს რეტრანსლირება) - 116,980.19 ლარი;
ტვ 25 – 123,116.93 ლარი;
პალიტრა TV – 109,692.80 ლარი;
ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 96,280.00 ლარი;
რაგბი ტვ - 53,573.00 ლარი;
არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი - 48,890.00 ლარი;
ტელეკომპანია „კავკასია“ – 46,468.78 ლარი;
კომისიის პროგნოზით მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება, რაც პოლიტიკური რეკლამების გააქტიურებასთან იქნება დაკავშირებული.
"2020 წლის პირველ კვარტალში სატალევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის ჭრილში უარყოფითად აისახება. თუმცა, ჩვენი ვარაუდით შეზღუდვების მოხსნა და ბიზნესების გახსნა ხელს შეუწყობს სარეკლამო აქტივობების განახლებას.
ამასთან 2020 წელი საარჩევნო წელია და სავარაუდოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლები მაუწყებლებისთვის დააბალანსებს კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობის კლებას,"- ნათქვამია GNCC-ის მიმოხილვაში.
მეთოდოლოგიის მიხედვით, არხების კომერციული შემოსავალი რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი