22.ივნისი .2022 21:23

პირველ ხუთ თვეში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით - ღარიბაშვილი

პირველ ხუთ თვეში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით - ღარიბაშვილი
views 717
უკან

პრემიერ-მინისტრი, პირველ 5 თვეში ქვეყანაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდას აანონსებს. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ორნიშნა ზრდა იქნება მაისშიც.

"მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენ რეგიონში უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ. მითუმეტეს იმ სტაბილურობის და მშვიდობის ფონზე, რაც შეუძლებელი იყო და ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მიუხედავად ყველაფრისა ოქროს შუალედი ვიპოვეთ და მოვახერხეთ ის, რომ შარშან გავხსენით ეკონომიკა და ყოველთვიურად ზრდა გვაქვს.

წინასწარი პროგნოზებით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აქვს შეფასებული მაისშიც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. შესაბამისად, პირველ 5 თვეში ჩვენი პროგნოზით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა