მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად, 40 წლის შემდეგ, ამერიკული ნავთობი ევროპაში შევიდა

56a0f732e3c63
BM.GE
21.01.16 19:16
1657
აშშ-დან ევროპაში ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა. ტანკერი მარსელთან ახლოს არსებულ ერთ-ერთ პორტში გაჩერდა, საიდანაც ნავთობი მილსადენის საშუალებით შვეიცარიაში, ან გერმანიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გავა - წერს The Financial Times-ი. პირველად 40 წლის შემდეგ, ამერიკიდან ექსპორტი  კომპანია ConocoPhillips-მა  განახორციელა.
 
ამერიკულ ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 1975 წლიდან მოქმედებდა. ნავთობზე ემბარგოს გაუქმებას ითხოვდნენ "რესპუბლიკელები", რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკული ნავთობის ექსპორტის განახლება ქვეყნის ეკონომიკას დამატებით თანხებს მოუტანს და ბიუჯეტის დაბალანსებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტმა ობამამ შესაბამის განკარგულებას ხელი 22 დეკემბერს მოაწერა.